მიხეილ დაუშვილი - მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს უთხრა, მტყუანი ხარო - ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რვა წელი დაკარგა?

მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს უთხრა, მტყუანი ხარო - ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რვა წელი დაკარგა? - ეს განცხადება მედიასთან პარტიას "საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა.

კითხვაზე, სახელმწიფომ მამუკა ხაზარაძისგან უნდა მოითხოვოს თუ არა 600 ათასი დოლარის გადახდა, დაუშვილმა განაცხადა, რომ თუ სახელმწიფომ ხარჯი გასწია, ლოგიკურია, რომ ხარჯი წაგებულმა მხარემ აანაზღაუროს.

"ამაში გასაკვირი რა არის? ყველაზე სამწუხაროა, რომ ხაზარაძემ და მისმა პარტნიორებმა ქვეყანას მინიმუმ რვა წელი დააკარგვინეს. 2016 წელს ტენდერი დასრულდა და კონტრაქტი გაფორმდა - დღეს კი, 2024 წელია. საქართველომ რვა წელი დაკარგა, რომ ანაკლიის პორტი ჰქონოდა. დაკარგულ დროზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს? ოთხ წელზე მეტია, "ლელოს" მხრიდან ცრუ კამპანია მიდის და აქცენტს გიორგი გახარიაზე აკეთებდნენ. ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო - ამაში დარწმუნებული ვიყავით. იმასაც ვეუბნებოდით, რომ დავას წააგებდნენ. მოქალაქეებს ოთხი წელი რომ ეუბნებოდნენ იმას, რაც მართალი არ ყოფილა, ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს ან ბოდიშს ვინ იხდის, რომ თურმე, ამდენი ხანი ატყუებდნენ?! დავუშვათ, რომ ხაზარაძე მართალი იყო და დავა უნდა მოეგო, სამართლიანია, რომ თავად დახარჯული აქვს რამდენიმე მილიონი ამ პროექტში და ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარს ითხოვს? გამოდის, რომ რამდენიმე მილიონი დახარჯა და მისსავე მოქალაქეებს მილიარდ ნახევარს სთხოვს. ამას იმ ხალხს ეუბნება, ვისაც სთხოვს, ხმა მომეციო, ეს სწორია?! - ეს ყველაფერი არასწორია! - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია