მოტოციკლებსა და მოპედებს ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან ექნებათ

მოტოციკლებსა და მოპედებს ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან ექნებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერია საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის, ანდა მოპედის მოძრაობის დროსა და პირობებს განსაზღვრავს.

„საკრებულოში იმსჯელებენ აღნიშნულთან დაკავშირებით და გვინდა, რომ აღნიშნული წესი 2024 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდეს,“ - განაცხადა კალაძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი