ხატია დეკანოიძე - ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც ადამიანის უფლებებს დაარღვევს, სანქციების პაკეტში მოჰყვება

სანქციების პაკეტი არის ღია საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც ადამიანის უფლებებს დაარღვევს, რა თქმა უნდა, სანქციების პაკეტში მოჰყვება, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიას ძალიან სერიოზული გამოცდა ელის.

"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ და ასევე, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული შეშფოთება არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ამ პერიოდის განმავლობაში. ეს განხილვები, რომელიც არის სენატში და ისეთი განხილვები, როგორიც არის სენატში გაგრძელდება აუცილებლად, ვინაიდან საქართველოს დემოკრატიას ელის ძალიან სერიოზული გამოცდა, ეს არის არჩევნები, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ასევე სანქციების პაკეტი არის ღია საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც დაარღვევს ადამიანის უფლებებს, რა თქმა უნდა, მოჰყვება სანქციების პაკეტში.

სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით უმძიმესია საქართველოს უსაფრთხოებისთვის ის დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. განსაკუთრებით, ეს ეხება ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელმაც გამოიწვია წვრთნების შეჩერება," - განაცხადა დეკანოიძემ, რომლის კომენტარსაც "ევროოპტიმისტები" ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო