„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ზუგდიდში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსურ საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ზუგდიდში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსურ საკითხებზე ტრენინგი გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ბანკი რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. „ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბუღალტერთა კლუბის ჩართულობით, ბათუმის შემდეგ, მორიგი შეხვედრა ზუგდიდში გამართა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ფინანსური და საგადასახადო საკითხები გააცნო.

ღონისძიების მონაწილეები საგადასახადო კოდექსში და შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებებში შეტანილ ცვლილებებს გაეცნენ. ასევე, განიხილეს საკითხი ახალი საჯარო გადაწყვეტილება გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე.

„რეგიონული ბიზნესების მხარდაჭერა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვიკვლევთ მათ საჭიროებებსა და ინტერესებს, შემდეგ კი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საპასუხოდ, რელევანტურ პროექტებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ. ამჯერად, რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებთან, მათ შორის, ტურიზმის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, ფინანსური და საგადასახადო საკითხები მიმოვიხილეთ. ფინანსური საკითხების მოწესრიგება ამ ტიპის ბიზნესებისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა, შესაბამისად, მათ არაერთ შეკითხვაზე მიიღეს კვალიფიციური პირებისგან პასუხები და რეკომენდაციები. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა რუსუდან ბარათაშვილმა.

მცირე და საშუალო ბიზნესების ინტერესებზე მორგებული პროექტების ან შეთავაზებების აღმოსაჩენად ეწვიეთ „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდს, ხოლო იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ღონისძიებები, ადევნეთ თვალყური „საქართველოს ბანკი“ ბიზნესის „ფეისბუქ გვერდს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია