ვალენტინა მატვიენკო - თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი, ჩვენ ახლაც მზად ვართ

თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი - მაშინ ჩვენ ახლაც მზად ვართ, - ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.

მატვიენკოს თქმით, რუსეთის საქართველოსთან დიალოგისთვის მზად არის, თუნდაც პარლამენტების დონეზე, თუ ქართველები რუსებთან მიმართებით “მეგობრულები” დარჩებიან.

“თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი - მაშინ, ჩვენ ახლაც მზად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. ამაშია პარლამენტარების მისია, ამისთვის ირჩევენ მათ.

ჯერ კონტაქტები არაა, გასაგებია, ჩვენს გამო არა. საქართველოში რთული პოლიტიკური პროცესები მიდის, ბევრის გადააზრება ხდება. საქართველოში ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები იქნება და, რა თქმა უნდა, ისინი გაარკვევენ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების კურსს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასეთი ვითარებაა, აი რუსეთში, ჩვენ როგორც გვქონდა ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემა, ასევე დაგვრჩა. ქართველი ხალხი ახლოა ჩვენთვის, ჩვენთვის მეგობრულია. ვნახავთ, რით დასრულდება საარჩევნო კამპანია”, - განაცხად მატვიენკომ.

მისი თქმით, დასავლეთი საქართველოს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობს “ნაცნობი სცენარების, ინსტრუმენტების გამოყენებით”.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს