ირაკლი ქადაგიშვილი - ეს დახმარებები ძირითადად მათ აქ ყოფნას ემსახურება და მას პირდაპირი გავლენა ჩვენს მოქალაქეებზე, მთავრობის ფუნქციონირებაზე ან პენსიაზე, ხელფასზე, ჯანდაცვაზე, თავდაცვასა თუ ნებისმიერ სხვა მიმართულებაზე არ აქვს

ერთ რამეს ვიტყვი - სამწუხაროდ, ეს დახმარებები ძირითადად მათ აქ ყოფნას ემსახურება და მას პირდაპირი გავლენა ჩვენს მოქალაქეებზე, მთავრობის ფუნქციონირებაზე ან პენსიაზე, ხელფასზე, ჯანდაცვაზე, თავდაცვასა თუ ნებისმიერ სხვა მიმართულებაზე არა აქვს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვისა და ქვეყნისთვის განსაზღვრული დახმარებების გაჩერების თაობაზე დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, „ეს თანხები საკმაოდ მცირეა და მათივე პროგრამების განხორციელებას და სტაფის მომსახურებას ხმარდება".

„რაც შეეხება სასოწარკვეთილი მდგომარეობის შექმნის მცდელობას, ეს არის მცდელობა იმისა, რომ მოსახლეობა არჩევნების წინ შანტაჟის ქვეშ ამყოფონ და რამენაირად „ლელოსნაირ“ და „ნაციონალური მოძრაობის" მსგავს პარტიებს სპეკულაციისთვის სასიცოცხლო ჟანგბადი მიაწოდონ.

ეს არის სამწუხარო და ძალიან დასანანი ფაქტი.

საქართველო საკმაო გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც დემოკრატიის გზაზე აშკარა პროგრესი გააჩნია. ქვეყანა ამ გაუგებრობას გადალახავს.

საპარლამენტო არჩევნებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ვითარება ნორმალიზაციისკენ წავა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა