დონალდ ტრამპი - გაცვლა გამარჯვებაა პუტინისთვის - ჩვენს დროს ეს არ მოხდებოდა, არ მოგვიწევდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მკვლელის გათავისუფლება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, დაკავებულების გაცვლა “გამარჯვებაა პუტინისთვის”. ამის შესახებ

მან ტელეარხ Fox Business-ის ეთერში განაცხადა.

ყოფილი პრეზიდენტის აზრით, დაკავებულების გაცვლა გახდა “გამარჯვება პუტინისთვის და ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რომელსაც ჩვენთან აქვს საქმე”.

The Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების შესახებ საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან დაკავებულების დაბრუნება კარგია აშშ-სთვის, მაგრამ განაცხადა, რომ პირობები, რომელთა მეშვეობითაც ეს მოხდა, “ძალიან ცუდია”.

“ჩვენს დროს ეს არ მოხდებოდა. ჩვენ მას [გერშკოვიჩს] დავიბრუნებდით. არაფრის გადახდა არ მოგვიწევდა. არ მოგვიწევდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მკვლელის გათავისუფლება, რადგან სწორედ ეს მოხდა, როგორც იცით”, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. გათავისუფლებულთა შორისაა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს