პაატა იმნაძე - თენგიზ ცერცვაძემ თაობები გაზარდა - წარმოუდგენელი იყო მისი ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში

თენგიზ ცერცვაძე გამორჩეული ადამიანი იყო. თენგიზმა რამდენიმე ახალგაზრდა თაობა გაზარდა, მთელი თაობები, ვინც დღეს საქართველოში საქმიანობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძის კავშირები და ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელია.

თენგიზ ცერცვაძე გამორჩეული ადამიანი იყო. თენგიზმა რამდენიმე ახალგაზრდა თაობა გაზარდა, მთელი თაობები არიან ვინც დღეს საქართველოში საქმიანობენ. ამერიკის, ევროპის და ყველა დიდი უნივერსიტეტების ცენტრის კარები ღია იყო თენგიზის პირადი დამსახურებით. მისი კავშირები წარმოუდგენელი იყო. ასევე, მისი ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში. მან უამრავ ახალგაზრდას გაუხსნა კარი, რომ მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება დაეგროვებინათ მსოფლიოს საუკეთესო ცენტრებში. ვთვლი, რომ ეს კაცი ჩემი მენტორი იყო”, - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, ავადმყოფობის შედეგად 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს და მას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს