ჯანდაცვის მინისტრი - ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეეძლო თენგიზ ცერცვაძეს ქვეყნისა და ჯანდაცვის სისტემისთვის, ბევრი შესაძლებლობა მასთან ერთად, სამწუხაროდ, დაიკარგა

ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეეძლო თენგიზ ცერცვაძეს ჩვენი ქვეყნისთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, ვფიქრობ, რომ ბევრი შესაძლებლობა მასთან ერთად, სამწუხაროდ, დაიკარგა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საზოგადოება თენგიზ ცერცვაძის სახელს დიდი ხანი არ დაივიწყებს.

თენგიზ ცერცვაძე გამორჩეული მოქალაქე და მეცნიერი იყო. ამ ადამიანმა ბევრჯერ ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება ასახელა. მას არა ერთხელ დაუმტკიცებია, რომ ქართველებს უზარმაზარი შესაძლებლობები და უნარები გვაქვს. ეს არის ადამიანი, რომელმაც სახელი გაუთქვა (იმ ასპარეზზე, რაშიც მოღვაწეობდა) მთელ ქვეყანას. ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი, პირველ რიგში, ადამიანურად და რა თქმა უნდა, მთლიანად დარგისთვის, ეს არის ალბათ, შეუვსებელი დანაკარგი. ძალიან ბევრი წლის ნაცნობობა მაკავშირებს ამ ადამიანთან. ეს ამბავი ჩემთვის პირადად ძალიან მძიმეა. ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეეძლო მას ჩვენი ქვეყნისთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, ვფიქრობ, რომ ბევრი შესაძლებლობა მასთან ერთად, სამწუხაროდ, დაიკარგა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი კოლეგები, მეგობრები მის სახელს დიდხანს არ დაივიწყებს”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, ავადმყოფობის შედეგად 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა