ფოთის მერიამ ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ კონკურსი 11 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა

2024 წლის სექტემბრიდან, კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან დაიწყო და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

„პროგრამის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო უწყებაში ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ კონკურსი გამოაცხადა 11 ვაკანტურ პოზიციაზე.

იხილეთ ვაკანსიები:

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის და სახაზინო კონტროლის განყოფილების სტაჟიორი- https://shorturl.at/XuaKK

ქალაქ ფოთის მუნიციაპლიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საინფორმაციო, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების სტაჟიორი - https://shorturl.at/OTyHi

ქალაქ ფოთის მუნიციაპლიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების სტაჟიორი - https://shorturl.at/IUZx2

ქალაქ ფოთის მუნიციაპლიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის სივრცითი მოწყობის განყოფილების სტაჟიორი - https://shorturl.at/wWWnC

ქალაქ ფოთის მუნიციაპლიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მშენებლობის ნებართვების განყოფილების სტაჟიორი - https://shorturl.at/FjoqT

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და დევნილთა განყოფილების სტაჟიორი - https://shorturl.at/baW02

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის ინვესტიციების მოზიდვის და ტურიზმის განყოფილების სტაჟიორი - https://shorturl.at/QEZUp

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განყოფილების სტაჟიორი https://shorturl.at/UpaRd

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურზის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სტაჟიორი - https://shorturl.at/LKYfY

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტუქტურის სამსახურის მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების სტაჟიორი- https://shorturl.at/6aSf2

ქალაქ ფოთის მუნიციაპლიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების სტაჟიორი - https://shorturl.at/t9oxD

კურსდამთავრებულთა შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება – პირველ ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღებასა და გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებას. კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 3000-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელსაც სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა მისცემს შესაძლებლობას, გაიაროს სტაჟირება სასურველ რეგიონსა და საჯარო უწყებაში.

პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი, ან მეორე საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრში.

კანდიდატთა შერჩევის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი იქნება სტუდენტის აკადემიური მოსწრება - GPA 2.8-4.0, ან/და ქულათა სისტემა 71-100 ქულის მაჩვენებელი. გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა უმაღლესი მოსწრების აპლიკანტს მიენიჭება.

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნები, კრიტერიუმები და განაცხადის ფორმა მოცემულია შესაბამის ლინკებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო