ირაკლი ქადაგიშვილი - ეს ყბადაღებული 95 მლნ დოლარი ბიუჯეტში არსად იძებნება! - ლუგარის ლაბორატორიის დახურვას რუსეთი ითხოვდა და ჩემთვის წარმოუდგენელია, რომელიღაცა კვლევითი პროექტის შეჩერებით აშშ რუსეთის ნარატივებს რატომ მისდევს

ეს ყბადაღებული 95 მილიონი დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტში არსად იძებნება! - ჩვენ ერთი რამ ვიცით, ლუგარის ლაბორატორიის დახურვას მუდმივად რუსეთი ითხოვდა და ჩემთვის წარმოუდგენელია, რომელიღაცა კვლევითი პროექტის შეჩერებით აშშ-ი რუსეთის ნარატივებს რატომ მისდევს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის თანახმად, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის შეჩერებული დაფინანსების ფარგლებში, დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიასაც შეუჩერდა.

ქადაგიშვილის აზრით, „ადგილი აქვს შანტაჟსა და ზეწოლას, რათა არჩევნების წინ ქართველ ხალხზე გავლენა მოახდინონ“.

„არც ერთი ხელფასი, არც ერთი პენსია, არც ერთი ჯარისკაცი, პოლიციელი, არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუცია თუ სოციალური პროგრამა საზღვარგარეთიდან არ ფინანსდება - ყველაფერი საქართველოს ბიუჯეტით ფინანსდება, მათ შორის ლუგარის ლაბორატორია.

თუ ლუგარის ლაბორატორიაში რომელიღაც კვლევითი პროექტი შეჩერდება, ეს რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ ვერავინ მეტყვის ლოგიკურ ბმას იმასთან დაკავშირებით თუ რა შუაშია გამჭვირვალობა და ლუგარის ლაბორატორია.

კვლავ მაღალია ინტერესი იმისა, რომ საქართველო მეორე ფრონტით ომის ქარცეცხლში ჩაერთოს. ამას ემსახურება განცხადებები, რის უკანაც არანაირი არგუმენტი არ არსებობს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა