„საქართველოს ბანკისა“ და სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში 25-მდე ბიზნესი გაციფრულდა

„საქართველოს ბანკისა“ და სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში 25-მდე ბიზნესი გაციფრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები მონაწილეობენ, რომელთაც სურთ, პროდუქციის რეალიზაციისთვის ციფრული არხები შექმნან.

„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი თანამშრომლობს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან და მხარს უჭერს პროექტს „უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“. პროექტი საქართველოს მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ვებ-გვერდის დამზადებას, მასში გადახდების სისტემების დანერგვას, პლატფორმის მართვის ტრენინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში, ჯამში 25-მდე ბიზნესი გაციფრულდა. მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის, მეღვინეობის, ვაჭრობის, მრეწველობის და სხვა სექტორების ბიზნესები. ინფორმაციისთვის, პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები მონაწილეობენ, რომელთაც სურთ, პროდუქციის რეალიზაციისთვის ციფრული არხები შექმნან.

იმერეთის რეგიონის გარდა, პროექტში ჩართული იყვნენ ბიზნესები, როგორც თბილისიდან, ისე აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, „საქართველოს ბანკი“ მეწარმეებს საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ ონლაინ გადახდების საშუალებებს სთავაზობს, მათ შორისაა ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ-ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა.

„ჩვენი მიზანია, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებს მხარი დავუჭიროთ განვითარებასა და გაძლიერებაში. ამრიგად, პროექტი, რომელიც სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციატივითა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება, მორიგი გამორჩეული ინიციატივაა, რომელიც რეგიონულ ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, ეფექტიანად გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები, ასევე მისწვდნენ კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს და შეძლონ საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების უკეთ რეალიზაცია. ჩვენ არ ვჩერდებით და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის კიდევ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ინფორმაციისთვის, ახლა პროექტის მეოთხე, საბოლოო ეტაპი სრულდება, ჯამში კი 300-მდე ბიზნესი გაციფრულდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის