Reuters - კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს

კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, კამალა ჰარისი არჩევანს პენსილვანიის გუბერნატორ ჯოშ შაპიროსა და მინესოტას გუბერნატორ ტიმ უოლცს შორის გააკეთებს და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ფილადელფიაში დაგეგმილ დღევანდელ ღონისძიებაზე წარადგენს.

ამასთან, Associated Press-ის ინფორმაციით, „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე დელეგატების 99%-მა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ხმის მიცემის პროცესი ონლაინ ფორმატში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კამალა ჰარისის კანდიდატურა ახლა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულმა ყრილობამ უნდა დაადასტუროს, რომელიც 19 აგვისტოს დაიწყება.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს