ჯანდაცვის მინისტრი - სასაცილო გახდა მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები - სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით

სასაცილო გახდა მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები - მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმე დაეჭვდეს სააკაშვილის საპატიმრო უფლებების დაცვაზე.

„ითქვა, რომ ოროთახიანი ლუქსიდან, სამოთახიან ლუქსში გადაიყვანეს. სასაცილო გახდა უბრალოდ მის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები, რომელიც შემდეგ გაზვიადებული აღმოჩნდება. არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმე დაეჭვდეს სააკაშვილის საპატიმრო უფლებების დაცვაზე, ამის საჭიროება არც აქამდე არსებობდა და არც ახლა არსებობს. ის მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით, იმისგან განსხვავებით, როგორიც იყო პენიტენციური სისტემა მისი მმართველობის დროს“,- აღნიშნა მინისტრმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს