კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ტიმ უოლცი დაასახელა

კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტას შტატის გუბერნატორი, ტიმ უოლცი აირჩია.

“მეამაყება იმის გამოცხადება, რომ ტიმ უოლცს ვთხოვე იყოს ჩემი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. როგორც გუბერნატორმა, მწვრთნელმა, მასწავლებელმა და ვეტერანმა, მან თავისნაირი მშრომელი ოჯახებისთვის გააკეთა საქმე. შესანიშნავია გუნდში მისი ყოლა. ახლა მოდით საქმე გავაკეთოთ”, - წერს ჰარისი.

ცნობისთვის, ტიმ უოლცი ამჟამად მეორე ვადითაა მინესოტას შტატის გუბერნატორი და ის, ასევე, თავმჯდომარეობს “დემოკრატი გუბერნატორების კრებას.” მანამდე ის 12 წელი იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი (2007-2019), რომელშიც მინესოტას შტატის საკმაოდ კონსერვატიულ ოლქს წარმოადგენდა.

წყაროების ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში კამალა ჰარისს სულ უფრო მოსწონდა ტიმ უოლცის კანდიდატურა მისი წარსულის გამო - ყოფილი კონგრესმენი, მასწავლებელი და არმიის ეროვნული გავრდიის მაიორი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს