საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებენ, რომ USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლას დაფინანსება შეუჩერა

საკონსტიტუციო სასამართლოში ადასტურებენ, რომ USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის პროექტს დაფინანსება შეუჩერა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადეს, საზაფხულო სკოლას USAID-თან ერთად ევროსაბჭოც აფინანსებს, თუმცა ევროსაბჭოს ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.

"ჩვენ გვაქვს საზაფხულო სკოლა, რომელიც USAID-ის, ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი და, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი პროექტია. წელს, usaid-მა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა დაფინანსება. ევროსაბჭოს არ მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება", - აცხადებენ საკონსტიტუციოში სასამართლოში.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში