ქარელში, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" ოფისი გაიხსნა

ქარელში, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ოფისი გაიხსნა.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ ქარელში შტაბის გახსნისას განაცხადა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად ქარელის ტყის უკანონო ჭრა არის მთავარი პრობლემა.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ტყეები გადაეცეს ქარელის მცხოვრებლებს, რაც „ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოიშლება და კოალიცია მოვა ხელისუფლებაში“.

„ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად ქარელის ტყის უკანონო ჭრა არის მთავარი პრობლემა წლების განმავლობაში. ამ ლამაზ რაიონში მცხოვრებლების წინაპრების მოვლილი ხე-ტყე ასე მარტივად კორუფციულ ინტერესებს ეწირება. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ტყეები გადაეცეს აქ მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენ კარგად გვესმის დეცენტრალიზაცია რასაც ნიშნავს, კერძოდ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას. მას შემდეგ, რაც ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოიშლება და კოალიცია მოვა ხელისუფლებაში, ხე-ტყე და საძოვრები ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცემა“,- განაცხადა კირთაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს