„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ - ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ სავალალო ვითარებაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მხრივ

ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ სავალალო ვითარებაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მხრივ. ამის კიდევ ერთი საგანგაშო მაგალითია ახლახანს მომხდარი "შავი არქეოლოგიის" ფაქტი ოჩამჩირის რაიონში, სადაც მერკულის ნაქალაქარი გაძარცვეს, - ამის შესახებ განცხადებას „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ რეგიონებში და კერძოდ, აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მხრივ დაუყოვნებლივი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.

"საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობისთვის" უკვე მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობისა და კომუნიკაციის თხოვნით, თუმცა, ჯერჯერობით, ამას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" აქტივისტები იყვნენ პირველები, ვინც მოახერხეს აფხაზეთის ომიდან 30 წლის შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლა და ადგილზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დღევანდელი მდგომარეობის საფუძვლიანი ფოტოფიქსაცია-შესწავლა.

შედეგად, ჩვენი ორგანიზაციის აქტივისტებმა ჯამში შეისწავლეს და ფირზე აღბეჭდეს 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

ადგილზე სიტუაციის შესწავლამ ცხადყო, რომ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარეობს ქართული კვალის წაშლის ორგანიზებული პროცესი, რაც უნიკალური მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება-განადგურებასა და ისტორიული ფაქტების დამახინჯებაში გამოიხატება. რამდენიმე ძეგლზე, გაურკვეველი მიზნით და სათანადო სტანდარტების უხეში დარღვევით, დღემდე მიმდინარეობს ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები, რაც საფრთხეს უქმნის მათი ავთენტური იერსახის შენარჩუნებას.

კვლევის შედეგები გავაცანით საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძოდ, ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტს და "იკომოსს" და მოვუწოდეთ მათ, გამოეყენებინათ ყველა არსებული ბერკეტი ამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად.

გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენმა ორგანიზაციამ საგანგებო წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საერთაშორისო ყურადღების და მხარდაჭერის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედრისა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისაკენ მოუწოდა, რის შესახებაც ველით მათგან სათანადო გამოხმაურებას.

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა სახელმწიფო უწყებას და არასამთავრობო ორგანიზაციას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები, რათა სათანადო სპეციალისტების ჩართულობით დაუყოვნებლივ დაიწყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული პროცესი აფხაზეთში უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად”, - ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია