ანა დოლიძე - ჯინ შაჰინმა და მაიკ ტერნერმა საჯაროდ გამოხატეს წუხილი საქართველოში ხელისუფლების მხრიდან კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით

მათ დღეს, საჯაროდ გამოხატეს საქართველოში ხელისუფლების მხრიდან კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით წუხილი,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დოლიძე განმარტავს, შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.

„ეს ვიზიტი იყო მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში. ამერიკიდან 2 დღით საქართველოს 2 მეგობარი, 2 ძალიან სერიოზული მაღალჩინოსანი ჩამოვიდა, რომ კიდევ ერთხელ გამოხატოს ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა. მათ დღეს, საჯაროდ, გამოხატეს წუხილი საქართველოში ხელისუფლების მხრიდან კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ღრმა რწმენა გამოითქვა, რომ არჩევნები დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში ჩატარდება და ეს არის რა თქმა უნდა, ის სიმბოლური დატვირთვა, რაც ამ ვიზიტს აქვს, სწორედ, ახლა, როცა არჩევნებამდე 2 თვეა დარჩენილი“, - განაცხადა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა