მამუკა ხაზარაძე - შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დასავლური ვექტორის მხარდაჭერას განაგრძობს - ეს არის მთავარი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან და ახლა, რაც გვმართებს არის მობილიზება, სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე ძალების გაერთიანება

შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დასავლური ვექტორის მხარდაჭერას განაგრძობს - ეს არის მთავარი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან და ახლა, რაც გვმართებს არის მობილიზება, სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე ძალების გაერთიანება, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ქართველი ხალხის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა დღეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. დღეს, როდესაც ქვეყანას რუსული ძალა უკვე სამთავრობო კაბინეტებიდან უტევს და ანგრევს ყველაფერს ეროვნულსა და ფასეულს, როდესაც საქართველოს ევროპულ მომავალს უდიდესი საფრთხე ემუქრება, გადამწყვეტ არჩევნებამდე, გარდამტეხ მომენტში, სენატორ ჯინ შაჰინის და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დასავლური ვექტორის მხარდაჭერას განაგრძობს - ეს არის მთავარი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან და ახლა, რაც გვმართებს არის მობილიზება, სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე ძალების გაერთიანება, რომ 26 ოქტომბერს "ოცნება" გავისტუმროთ ხელისუფლებიდან და დავიწყოთ ძლიერი საქართველოს შენება!" - წერს ხაზარაძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია