GCCA-მ სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდების საქმესთან დაკავშირებით  2 რეკომენდაცია გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების საქმესთან დაკავშირებული მოკვლევა დაასრულა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, საკითხი ეხებოდა - შპს ,,თინეთისა"(www.swoop.ge) და სს "მასტერქარდ იუროფის" მხრიდან „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება) სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, შპს ,,თინეთისთვის", სხვა სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით, ექსკლუზიური პირობების მინიჭებას - მასტერქარდის ბარათით გადახდის შემთხვევაში, ლოიალობაზე დაფუძნებულ (დამატებითი, 25%-იანი ფასდაკლების სისტემა) შეთავაზებას.

მათივე ცნობით, GCCA-მ მოკვლევის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეისწავლა და მათი პირობები გააანალიზა, შეფასდა ყველა ფაქტობრივი გარემოება. GCCA-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის შედეგად, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის სავარაუდო ექსკლუზიური შეთანხმების არსებობის ფაქტი და შესაბამისი კანონდარღვევა არ დადგინდა, თუმცა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ორი განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გაიცა.

  1. შესაბამისი ბაზრის ორივე დონეზე მოქმედი და პოტენციური ეკონომიკური აგენტების მხრიდან სახელშეკრულებო, საბაზრო-პარტნიორულ ურთიერთობებში შესვლისა და შესაბამისი მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მიზეზები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის წესებს.
  2. ეკონომიკური აგენტების მხრიდან სახელშეკრულებო ურთიერთობები უნდა იწარმოოს იმგვარად, რომ ისინი არ აწესებდნენ გაუმართლებელ ბარიერს ბაზარზე შესასვლელად, არ ზღუდავდნენ ეკონომიკური აგენტების მონაწილეობას სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ ბაზარზე, ხოლო „ექსკლუზიური მიწოდების" პირობის გამოყენებისას, აღნიშნული დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი გარემოებებით.

GCCA-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების ადრესატია - საერთაშორისო საბარათე სქემების მეშვეობით განხორციელებული მომსახურების ბაზრის, აგრეთვე ლოიალობაზე დაფუძნებული სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდების ბაზრის ყველა მოქმედი და პოტენციური ეკონომიკური აგენტი.

ინფორმაციისთვის: ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 2 მოკვლევის საქმე. 2024 წელს, სააგენტომ კვებით სექტორში 1 საქმე დაასრულა, სადაც კეთილსინდისიერი კონკურენციის დარღვევის ფაქტი დადგინდა, დაეკისრა შესაბამისი საჯარიმო სანქცია. საანგარიშო

პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა