ირაკლი კობახიძე - ავტორიტარიზმის ფესტივალი არ შედგება საქართველოში, დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი 26 ოქტომბერს შედგება, როცა „ქართული ოცნება” გაიმარჯვებს

მაშინ გარედან დაუნიშნეს ჩვენ ქვეყანას ხელისუფლება და სწორედ ამ ხელისუფლებამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას ყველა დანაშაული და უბედურება - დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი 26 ოქტომბერს შედგება, როდესაც „ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამგვარი ფესტივალების დაფინანსება, მიუთითებს იმაზე, რომ საზღვარგარეთ ვიღაცას სურს, ქვეყანაში ავტორიტარიზმი დააბრუნოს.

„თავისთავად ის ფაქტი, რომ უცხოეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ავტორიტარიზმის ფესტივალები ფინანსდება მეტყველებს იმაზე, რომ ვიღაცას საზღვარგარეთ სურს, რომ ავტორიტარიზმი დაგვიბრუნოს.

მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რა შედეგებამდე მიიყვანა ავტორიტარიზმმა საქართველო, ეს იყო 2008 წლის წაგებული ომი ის ავანტიურა, რომელიც მაშინდელმა ავტორიტარულმა სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა, ბიზნესის სისტემური რეკეტი, ადამიანების წამება და მათ მიმართ არაჰუმანური მოპყრობა, არამარტო ციხეებში, არამედ ციხეებს გარეთ, ტელევიზიების მიტაცება. თქვენ გახსოვთ, რომ მთელი მედია მონოპოლია ჩამოყალიბდა, ასევე ტოტალურად გაყალბებული არჩევნები. აღარ მინდა ჩამოვთვალო ის დანაშაულები, რომლებიც გარედან თავს მოხვეულმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. მაშინ გარედან დაუნიშნეს ჩვენ ქვეყანას ხელისუფლება და სწორედ ამ ხელისუფლებამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას ყველა ეს დანაშაული და უბედურება, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობა, სამწუხაროდ, არავის აუღია.

ახლა, როდესაც კონკრეტული ძალები ცდილობენ, რომ ასეთი ავტორიტარიზმი და ასეთი ძალები დაგვიბრუნონ ხელისუფლებაში, 12 წლის თავზე, ამას, რა თქმა უნდა, არავითარი გამართლება არ აქვს. ავტორიტარიზმის ფესტივალი არ შედგება საქართველოში, დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი 26 ოქტომბერს შედგება როცა „ქართული ოცნება” გაიმარჯვებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა