შრომის ბიულეტენი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, პასუხობს შეკითხვას - რა არის გამოძახებით მუშაობა და ჩაითვლება თუ არა იგი ზეგანაკვეთურ სამუშაოში?

ივლისი, 2024

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

გამოძახებით მუშაობა (On-call, stand-by) საქართველოს კანონმდებლობით არ არის რეგულირებული. ამ ინსტიტუტს იცნობს ევროკავშირის სამართალი. ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სამართლებრივი რეგულირების თანახმად, გამოძახებით მუშაობა წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის ისეთ ფორმას ან/და სამუშაო დროის ისეთ სახეს, როდესაც დასაქმებულს წარმოეშობა ვალდებულება, ჩვეულებრივი/ნორმირებული სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ:

  • დარჩეს სამსახურში და დაელოდოს დამსაქმებლის მხრიდან შეკვეთის მიღებას (on-call) ან
  • დატოვოს სამსახურის ადგილი, თუმცა იმყოფებოდეს ახლოს, რათა მიიღოს დამსაქმებლის მხრიდან შეკვეთა (stand-by).

გამოძახებით მუშაობისას (ზემოაღწერილ ორ შემთხვევაში) დასაქმებული ხელმისაწვდომი უნდა იყოს დამსაქმებლისთვის.

გამოძახებით მუშაობა ნორმირებულს ზემოთ მუშაობაა, თუმცა ის განსხვავდება ზეგანაკვეთური სამუშაოსგან. ზეგანაკვეთური საქმიანობა:

  • შრომითი ხელშეკრულების მოწესრიგების საგანია/არსებითი პირობაა და ძირითადი შრომითი ურთიერთობების ფარგლებში წარმოშობილი საჭიროებაა;
  • უშუალოდ დაკავშირებულია ნორმირებული სამუშაო დროის გაზრდასთან/გადაგრძელებასთან (სამუშაო დროის წყვეტის გარეშე);
  • შედის ძირითადი საქმიანობის სამუშაო დროის აღრიცხვიანობის სქემაში.
  • ზეგანაკვეთური მუშაობა ნებისმიერი შრომითი ურთიერთობის თანმდევი ასპექტია;
  • ზეგანაკვეთური სამუშაოს წინასწარი განჭვრეტა და დაგეგმვა შესაძლებელია (მაგალითად, ზამთრის სეზონზე ბაკურიანის სასტუმრო უფრო მეტი დატვირთვის იმუშავებს...)

გამოძახებით მუშაობა წარმოადგენს დამატებით სამუშაოს ძირითადი სამუშაოს დასრულების შემდეგ (რომლიც არ არის სამუშაო დროის გადაგრძელება); ასევე, გამოძახებით მუშაობა ახასიათებს მხოლოდ გარკვეულ სამუშაოებს/ფუნქციებს/პროფესიებს. მაგალითად, მეხანძრემ დაასრულა მისი საქმიანობა, დატოვა სამუშაო ადგილი. ღამით გამოიძახეს სამსახურში ხანძრის ჩასაქრობად (წინასწარ განჭვრეტა იმისა, რომ ხანძარი გაჩნდებოდა და საჭირო გახდებოდა გამოძახება, შეუძლებელია). როგორც წესი, იქ სადაც გამოიყენება გამოძახებით მუშაობა (მაგალითად ექიმის პროფესიაში სასწრაფო ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად) დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ცალკე იდება ხელშეკრულება გამოძახებით მუშაობის თაობაზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობებშიც, ზეგანაკვეთური სამუშაო და გამოძახებით მუშაობა ცალ-ცალკე რეგულირდება.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ არა ერთი განმარტება გააკეთა და გადაწყვეტილება მიიღო გამოძახებით მუშაობასთან დაკავშირებით.

რამდენადაც, საქართველოში გამოძახებით მუშაობა კანონმდებლობით არ რეგულირდება, კერძოსამართლებრივ შრომით ურთიერთობებში დასაშვებია ორი პრაქტიკის განვითარება:

  • ჩაითვალოს იგი ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და ანაზღაურდეს იმ არსებითი პირობის შესაბამისად, რაც შრომითი ხელშეკრულებით შეათანხმეს მხარეებმა;
  • მხარეთა შორის დაიდოს ცალკე ხელშეკრულება სამუშაო დროის, ანაზღაურების, დასვენებისა და გამოძახების მიზნით დასაქმებულის მოცდის ადგილის სპეციფიკური რეგულირებით (იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ ის რაც კანონით არ არის აკრძალული, დასაშვებია).

წყარო: ქარდავა ე., on-call და stand-by მუშაობისას სამუშაო დროის განმარტების თავისებურებანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პრაქტიკაში, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პრაქტიკა და ქართული შრომის სამართალი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ასოციაცია „ევროპის დროით“, 2019, გვ. 109-153. https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/16010.pdf

მოგვწერეთ, გვკითხეთ

european.time.geo@gmail.com

ekakardava2014@gmail.com

eka_kardava@yahoo.com

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა