პოლიტიკურ გაერთიანებას  „ძლიერი საქართველო“  "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" შეუერთდა

"ლელოს", "ანა დოლიძე ხალხისთვის" და "თავისუფლების მოედნის" ოპოზიციურ გაერთიანებას - "ძლიერი საქართველო" კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" ოფიციალურად შეუერთდა.

როგორც ელისაშვილმა გუდიაშვილის სკვერში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, ახლა არა ბოდიშების, არამედ შერიგების და ერთად დგომის დროა, რადგან "თავიც, შუაც და ბოლოც არის სამშობლო", რადგან ახლა ქვეყანას თავისუფლებას ართმევენ და უბრალოდ ყიდიან.

"ვიცი, რომ მტერი დავამწუხრეთ ჩვენი შერიგებით და ერთობით და მოყვარე ძალიან გავახარეთ. გახსოვთ, მე და მამუკას გვქონდა ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი ერთხელ და მთელი საქართველო გვადევნებდა თვალყურს. ჩვენ ვიმსჯელეთ, შევხვდით ცოტა ხნის წინ, ერთმანეთს და ვუთხარით, რომ არც ბოდიშების დროა ახლა, ახლა შერიგების დროა და ერთად დგომის დროა. რატომ ვდგებით ახლა ერთად?- თავიც, შუაც და ბოლოც არის ჩვენი სამშობლო. რატომ გვაქვს გული ასე დამძიმებული და დაჭმუჭნილი ბოლო პერიოდში? - იმიტომ, რომ ვხედავთ, ჩვენ ქვეყანას თავისუფლებას ართმევენ; უბრალოდ, ქვეყანას გვიყიდიან, გადაუჭარბებლად. ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში. ხალხი, ვინც ამ ქვეყანას თავს მოაჯდა, "ლაჯებში ამოიდო" ჩვენი ქვეყანა - გაუტკბათ ქვეყნის ძარცვა, გაუტკბათ პატარა ბიჭ-ბუჭებს ძალაუფლება, მოსწონთ ბიუჯეტიდან ფულის პარვა, აქეთ-იქით სეირნობა და დროის ტარება. იმდენად არ ეთმობათ ეს ყველაფერი, რომ მზად არიან სამშობლო გაგვიყიდონ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის