რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია დიალოგის გზით მოიძებნოს პრაგმატული გამოსავალი და გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანება მოხდეს.

„14 აგვისტო აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ათვლის წერტილია. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის.

მუდამ გვემახსოვრება ქვეყნის ერთიანობისა და ღირსების დაცვისთვის ბრძოლაში დაღუპული ჩვენი ვაჟკაცი გმირები. ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე, თანავუგრძნობთ ოჯახებს და ამავდროულად პატივისცემას ვუდასტურებთ სიმამაცით შთაგონებული გმირების აღზრდისთვის.

32 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან. ვფიქრობ, საკმარისი პერიოდია იმის გასაცნობიერებლად, რომ შექმნილი მდგომარეობა და განგრძობადი ოკუპაცია არ შედის არც ქართული და არც აფხაზური საზოგადოებების ინტერესებში.

დიალოგის გზით უნდა მოვძებნოთ პრაგმატული გამოსავალი, ვიმსჯელოთ გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანებაზე, საერთო მომავალსა და ინიციატივებზე, რომლებიც მოსახლეობის უფლებების დაცვაზე, კეთილდღეობასა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე იქნება ორიენტირებული.

მჯერა, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ ქვეყნის დეოკუპაციას და ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას”, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის