უცხოელი ინფლუენსერების აჭარაში მოგზაურობა გრძელდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში აზერბაიჯანელი ინფლუენსერები იმყოფებიან.

მათი ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს 25-მდე მედიატურის ფარგლებში უკვე 100-მდე ჟურნალისტსა და ინფლუენსერს უმასპინძლა. შედეგად, აჭარის მრავალფეროვან საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტების რეკლამირება 15-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში განხორციელდა.

„აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, რეგიონში ცნობილი აზერბაიჯანელი ინფლუენსერები იმყოფებიან. ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიან აჭარას სტუმრობდნენ, სადაც რეგიონის ეკოტურისტულ პროდუქტებსა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნენ. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მედიატურის მონაწილეები ასიათასობით გამომწერს უზიარებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს 25-მდე მედიატურის ფარგლებში უკვე 100-მდე ჟურნალისტსა და ინფლუენსერს უმასპინძლა. შედეგად, აჭარის მრავალფეროვან საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტების რეკლამირება 15-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში განხორციელდა. მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი, დანია, იტალია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. რეგიონის პოპულარიზაციას უცხოელი ჟურნალისტების მეშვეობით უწყება წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს