ივანე ჩხაიძე - მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით, ამ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ძირითადად, ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში

ამბულატორიულ სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით, ამ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ძირითადად, ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა

მისივე თქმით, 2024 წლის ერთ-ერთ თავისებურებას ყივანახველის შემთხვევების ზრდაც წარმოადგენს.

„ყივანახველის სტატისტიკა არ არის წარმოდგენილი რესპირაციულ ვირუსებთან ერთად, თუმცა მისი გავრცელების სტატისტიკა გამორჩეულია. მიმდინარე წელი წინა წლებთან შედარებით რადიკალურად არის განსხვავებული, მომატებულია ლაბორატორიული დადასტურებული შემთხვევები. 2024 წლის ერთ-ერთ თავისებურებას ყივანახველის შემთხვევების ზრდაც წარმოადგენს.

ამბულატორიულ სექტორში მკვეთრად არის გაზრდილი მომართვიანობა ყივანახველით, ამ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. ძირითადად ფილტვების ანთების გართულების შემთხვევაში. კლინიკაში გვაქვს ფილტვები ანთებით მიმდინარე შემთხვევები“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს