გერმანიის კანცლერი და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები მოლდოვას ეწვევიან

გერმანიის კანცლერი და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები მოლდოვას ეწვევიან, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი პრეზიდენტ მაია სანდუს მიწვევით 21 აგვისტოს მოლდოვაში ჩავა.

მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ოლაფ შოლცის ვიზიტი გერმანიასა და მოლდოვას შორის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს ადასტურებს.

ასევე, 27 აგვისტოს, მოლდოვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი, ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი და ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიშინიოვს ეწვევიან.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს