ათენის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია ათენის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ათენის მერიისა და მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე ახალგაზრდისთვის საერთაშორისო ბანაკი ხორციელდება.

„ჩვენს აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზე. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებებს, კარგ და ნაყოფიერ დასვენებას, ასევე, ვუსურვებ რომ იყვნენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩები. დღეს მათ უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს ახალგაზრდები წარმოადგენენ სამომავლოდ იმ ძლიერ ძალას, რომლებიც დიდ როლს ითამაშებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების საქმეში.

დიდ მადლობას ვუხდი ათენის მერს ბატონ ჰარის დუკანს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკის მოწყობაში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის“,- განაცხადა დავით ფაცაციამ.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 50-მდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა საბერძნეთში გაემგზავრა და ქალაქ ათენში არსებულ საერთაშორისო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში - შემეცნებით, სახალისო და სპორტულ აქტივობებში ჩაერთვება.

პროექტის მონაწილე ახალგაზრდები ბანაკში გამგზავრებამდე ათენის მერმა ჰარის დუკასმა ათენის მერიაში მიიღო და ვახშმით გაუმასპინძლდა.

„შეხვედრებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე, ათენის მერიის გენერალური მდივანი ვასილიოს ბოკოსი და საელჩოს მრჩეველი ვარლამ ბაძაღუა დაესწრნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ათენის მერს ჰარის დუკასს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია