ქუთაისის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში მზის ფოტო-ელექტრო სადგური მოეწყო

ქუთაისის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში მზის ფოტო-ელექტრო სადგური მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 100 კილოვატიანი სიმძლავრის ფოტო-ელექტრო სადგური პროექტის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG) ფარგლებში დამონტაჟდა.

პროექტის განსახორციელებლად ქუთაისის მერიას გრანტის სახით 212 779 ლარი გადაეცა. სამუშაოები კომპანია "მობილფონმა" შეასრულა.

ინოვაციური პროექტის გასაცნობად სატრანსპორტო კომპანიაში იმყოფებოდნენ: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

„ფოტო-ელექტრო სადგურები დღეისათვის აქტუალურ თემას წარმოადგენს, რომელთა მოწყობის შემთხვევაში, ნებისმიერი კომპანია ახორციელებს ობიექტის ელექტრომომარაგებას ეფექტური და ეკონომიური პარამეტრების გაზრდით.

ქუთაისის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში მოეწყო ფოტო-ელექტროსადგურის ქსელური სისტემა, რის საფუძველზეც სატრანსპორტო კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში ჩართავს აღნიშნულ სისტემას, ანუ გასცემს და მიიღებს ელექტროენერგიას.

ქუთაისისთვის, რომელიც ეკო სმარტ ქალაქის მიმართულებით ვითარდება, მნიშვნელოვანია ასეთი ინოვაციური იდეების განხორციელება“, - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს