თინა ბოკუჩავა - განვიხილეთ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გაფართოება და ასევე, ყრილობის მოწვევა, სადაც ავირჩევთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს, რომლის კანდიდატურადაც პარტიას სააკაშვილმა კობა ნაყოფია წარმოუდგინა

პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხებოდა ყრილობის მოწვევას, სადაც უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას წარმოუდგინა კობა ნაყოფია - პრეზიდენტ სააკაშვილის ძველი თანამებრძოლი, რომელიც გადამწყვეტ დროს ყოველთვის იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიაში, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოზე ასევე განხილული იყო „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გაფართოებისა და კოალიციური პარტნიორის დამატების საკითხი.

„პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი. ერთი ეხება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გაფართოებას და კოალიციური პარტნიორის დამატებას ჩვენს ერთიანობაში, ხოლო მეორე ეხება ყრილობის მოწვევას, სადაც უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას წარმოუდგინა კობა ნაყოფია - პრეზიდენტ სააკაშვილის ძველი თანამებრძოლი და ადამიანი, რომელიც გადამწყვეტ დროს ყოველთვის იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიაში. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური საბჭოს განხილვა და დამტკიცება. ჩვენ ორივე საკითხი დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დავამტკიცეთ, ხოლო უახლოეს დღეებში იქნება ღონისძიება, რომელზეც ყრილობა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ორივე საკითხზე", - აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა