ზუგდიდში Max Fight-ის რიგით მერვე ღონისძიება გაიმართა

ზუგდიდში Max Fight- ის რიგით მერვე ღონისძიება გაიმართა. ღია ცის ქვეშ მოწყობილ ოქტაგონზე გამართულ შეჯიბრში მონაწილეობას 5 ქვეყნის სპორტსმენები იღებდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიება მსოფლიო ჩემპიონის დავით ქირიას ორგანიზებით ჩატარდა.

„ღონისძიება სამგზის მსოფლიო ჩემპიონის დავით ქირიას ორგანიზებით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

კიკბოქსინგსა და MMA-ში გამართულ ბრძოლებს ვიცე-პრემიერი/თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მერისა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს