გიორგი ვაშაძე - უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გვექნება აშშ-ში - ამოცანაა, რომ აღვადგინოთ ურთიერთობა ამერიკასთან

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე, რამდენიმე დღიანი ვიზიტით აშშ-ში, ჩიკაგოში, "დემოკრატიული პარტიის" ყრილობაზე გაემგზავრნენ, სადაც კამალა ჰარისს, როგორც "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატს, ოფიციალურად წარადგენენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ამ ვიზიტის ამოცანა აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავებაა.

"უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, რომელიც გვექნება აშშ-ში. ამოცანაა, რომ აღვადგინოთ ურთიერთობა ამერიკასთან. დავესწრებით კამალა ჰარისის წარდგენას.

დავესწრებით დემოკრატების დიდ შეკრებას, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ყოფილი პრეზიდენტი ობამა, ჰილარი კლინტონი, ბილ კლინტონი და რაც მთავარია იქნება ძალიან ბევრი ამერიკელი ინვესტორი, რომელიც ჩვენ გვჭირდება საქართველოში იმისთვის, რომ მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შევქმნათ.

ასევე მოვიტანოთ ეკონომიკური განვითარება, ჩვენ ეს შეგვიძლია და ამ მიზნით მივდივართ, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრის გამარჯვებისთვის.

მოვემზედოთ იმისთვის, რომ საქართველოში ბევრი ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს, რომ ვიცხოვროთ ნორმალურად და გავაღრმაოთ ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან",- განაცხადა ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია