ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავსხდებით, უკრაინა განადგურდება

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, თუ კიევი და მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან, იქნება ესკალაცია, რომელიც უკრაინის განადგურებით დასრულდება.

„ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და განვიხილოთ საკითხები, მაგრამ თუ მოხდება ის, რაც კურსკში, იქნება ესკალაცია, რომელიც უკრაინის განადგურებით დასრულდება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს იქიდან, სადაც სტამბოლში დასრულდა.

„მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა - არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც რუსებს და არც ბელარუსებს. ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, საკითხავია, საიდან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. სწორია, რომ დაიწყოს იქიდან, სადაც სტამბოლში დასრულდა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, კიევმა კურსკის ოლქზე თავდასხმისთვის დაქირავებული მებრძოლების ძლიერი ძალები ჩამოაყალიბა.

„კურსკის ოლქზე თავდასხმაში არაპროფესიონალები არ მონაწილეობდნენ. ისინი, ძირითადად, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ომი გამოვლილი აქვთ. დაქირავებულები, პოლონელები და ასე შემდეგ – ჩამოყალიბდა ძალიან ძლიერი ძალები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია