როდოსის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეები როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ მიიღო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე, როდოსის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებთან ერთად, როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, სალომე დოლიძემ როდოსის მიტროპოლიტ კირილე II-ს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკის განხორციელების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„როდოსის მიტროპოლიტმა კირილე II-მ საბერძნეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა, ბანაკის მონაწილე ახალგაზრდები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.

საერთაშორისო ბანაკი კუნძულ როდოსზე, აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე ახალგაზრდებისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით, სს - ,,მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ მხარდაჭერით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს