პაატა მანჯგალაძე - უმუშევრობასთან დაკავშირებით „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები წინასაარჩევნო მანიპულაციაა - „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული მცირე ჯგუფი მდიდრდება, ხოლო ხალხი ღარიბდება

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, უმუშევრობასთან დაკავშირებით „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო მანიპულაციაა.

მანჯგალაძის თქმით, სინამდვილეში, ის, რომ ქართველები საკუთარ ოჯახებს და ქვეყანას ტოვებენ, შედეგია იმისა, რომ საქართველოში ღირსეული სამუშაო, ანაზღაურება არ არსებობს, ხოლო ფასები - ძალიან მაღალია.

“ეს არის “ქართული ოცნების” მხრიდან საკუთარი მოსახლეობის ძარცვის და გაღარიბების პოლიტიკის შედეგი. “ქართული ოცნება” და მასთან დაკავშირებული მცირე ჯგუფი მდიდრდება, ხოლო ხალხი ღარიბდება. შესაბამისად, 26 ოქტომბრის შემდეგაც თუ კვლავ ესენი დარჩებიან ხელისუფლებაში, ქვეყანას ელოდება იზოლაცია, სიღარიბე, რის გამოც სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტ ქართველს მოუწევს სამშობლოს დატოვება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დავსავთ კითხვა, თუ ვისი ოცნებაა საქართველო ქართველების გარეშე?

ქართველი ერი აუცილებლად იზეიმებს 26 ოქტომბერს. ერთიანობით გავიმარჯვებთ!” - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%) და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს