ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონი შეიქმნება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავყოფისა და მათ შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ურთიერთთანამშრომლობას მემორანდუმის გაფორმების საკითხი განიხილეს.

მემორანდუმი, ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზაში, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონის შექმნას გულისხმობს, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა იმ მებრძოლის ბიოგრაფიული ცნობები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობას შესწირეს.

„ძალიან საინტერესო, სახელმწიფოებრივად გააზრებული ინიციატივაა. ეს არის ეროვნული მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია მომავალ თაობებზე. თავგანწირვა და პატრიოტიზმი არასდროს იკარგება. მემორანდუმის გაფორმება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გაგვიადვილებს და უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს თანამშრომლობას ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ეროვნული პროექტი იქნება,"- განაცხადა კობა კობალაძემ.

როგორც მხარეებმა განაცხადეს, აღნიშნული პროექტი სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სახელების უკვდავყოფას, დაფასებას და მომავალ თაობებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ხელს შეუწყობს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრას, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჭანტურიძე, სოციალურ-საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ვალერიან ძებისაშვილი და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია