პეტრე ცისკარიშვილი - დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება რუსეთის დანაშაული, ეს დიდი გეოსტრატეგიული შეცდომა, რაც თავისთავად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებასა და თავისუფლებას

დარწმუნებული ვარ, ეს ნაცია გაიმარჯვებს იმ ბოროტებაზე, რომელსაც ჰქვია რუსეთის ფედერაცია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის რუსეთზე გამარჯვება თავისთავად საქართველოს გამარჯვებასა და გათავისუფლებას ნიშნავს.

"უკრაინა არის ჩვენი მეგობარი და მართლაც სტრატეგიული პარტნიორი. რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ვალია, რომ მინიმუმი გავაკეთოთ, მოვიდეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან და მივულოცოთ. Вітаємо з днем незалежності! მე დარწმუნებული ვარ, ეს ნაცია გაიმარჯვებს იმ ბოროტებაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია. რომელიც 2,5 წლის წინ თავს დაესხა უკრაინას და უნდოდა გადაეყლაპა მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინს დამატებითი მიწების შემოერთება სურს, უნდა, უფრო დიქტატორი გახდეს, ვიდრე არის, მაგრამ ეს არ გამოუვიდა და მეტიც, დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება რუსეთის ეს დანაშაული, ეს დიდი გეოსტრატეგიული შეცდომა, რაც თავისთავად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებასა და თავისუფლებას", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს