ანა ნაცვლიშვილი - „ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მას წაგებული აქვს

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრები არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, ასევე მანდატების გაუქმებაზე საუბრობენ, რადგან ისინი „შეშინებულები არიან“.

მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ კარგად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები წაგებული აქვთ.

„ეს არის განცხადება, რომელსაც შეშინებული ხელისუფლება აკეთებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მას წაგებული აქვს. ხელისუფლება, რომელსაც მოგების მოლოდინი აქვს, მსგავსი ტიპის განცხადებებს არ აკეთებს. ეს დამარცხებული და მარცხით შეშინებული ხელისუფლების განცხადებაა, მაგრამ ამ განცხადებით, ისინი ვერავის შეაშინებენ.

რაც შეეხება დასჯაზე საუბარს. თუ ვინმე ამ 12 წლის გამავლობაში „ქართულმა ოცნებამ” დასაჯა, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მათ სიღარიბით, მუდმივი ინფლაციით, უმუშევრობით, იძულებით მიგრაციით დასაჯეს. ამას დაემატა მურუსიძე-ჩინჩალაძე-ფარცხალაძის უვადოთ დანიშნული უსამართლო მართლმსაჯულების სისტემა. ეს არის ის სასჯელი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მოქალაქეებს გამოუტანა და ჩვენ ამ სასჯელს ამდენი წელია ვუყურებთ. 26 ოქტომბერი ის დღე იქნება, როდესაც ამ შეშინებულ, კორუმპირებულ და არაფრის მაქნის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეები წარსულში დატოვებენ”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა