პრემიერი - გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ საყოველთაო სიძულვილი, მოჭარბებული აგრესია, ე.წ. პოლარიზაცია, თუმცა ამ ყველაფერმა მთაში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი, რაც აქ მცხოვრები ხალხის განსაკუთრებულ ღირსებაზე მეტყველებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით ემოციურია მშობლიურ კუთხეში - რაჭაში სიტყვით გამოსვლა.

მისივე თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ საყოველთაო სიძულვილი, მოჭარბებული აგრესია, ე.წ. პოლარიზაცია, თუმცა ამ ყველაფერმა ზოგადად, მთაში და განსაკუთრებით, რაჭაში, ლეჩხუმში და სვანეთში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი და ირაკლი კობახიძემ თითოეულ მათგანს ამისათვის მადლობა გადაუხადა.

„ქართული მთა ყველაზე დიდი რუდუნებით ინახავს ქართულ ფასეულობებს, ჩვენს სარწმუნოებას, ქართულ კულტურას.

თქვენ იცით, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ იმგვარი რამ, რაც თვისებრივად არ მიესადაგება ქართულ კულტურას - ეს არის საყოველთაო სიძულვილი, ეს არის მოჭარბებული აგრესია, ეს არის ე.წ. პოლარიზაცია, რომელიც მთლიანად გარედან არის ხელოვნურად თავს მოხვეული, მაგრამ მერე აქეთ გვსაყვედურობენ.

ნიშანდობლივია, რომ ამ სიძულვილმა, აგრესიამ და პოლარიზაციამ, ზოგადად, მთაში და განსაკუთრებით, რაჭაში, ლეჩხუმში და სვანეთში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა