იგორ ნარმანია - 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ განვითარებულ ბათუმს, აჭარას, საქართველოს, მიხეილ სააკაშვილსა და მის პროექტებს ებრძვის - ჩვენი ვალია, 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ და შენება გავაგრძელოთ

2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ განვითარებულ ბათუმს, აჭარას, საქართველოს, მიხეილ სააკაშვილსა და მის პროექტებს ებრძვის. ჩვენი ვალია, 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ და შენება გავაგრძელოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს ყველა მოქალაქემ საქართველოს განვითარებაზე უნდა გააკეთოს არჩევანი.

„2012 წელს მიხეილ სააკაშვილს ამერიკის ათასწლეულის კორპორაციასთან შეთანხმება ჰქონდა, რომ ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში დაფინანსებულიყო, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ მოსვლისთანავე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებული პროექტი ჩაშალა, ისევე, როგორც სხვა პროექტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ამერიკელ დონორებთან შეთანხმებული ჰქონდა. 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ განვითარებულ ბათუმს, აჭარას, განვითარებულ საქართველოს, მიხეილ სააკაშვილსა და მის პროექტებს ებრძვის. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ და ჩვენი თანატოლები, რომლებიც ამ ქვეყნიდან წავიდნენ, თავიანთ ოჯახებში დავაბრუნოთ“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის განცხადებესაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს