„საქართველოს ბანკისა“ და UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეათე ნაკადზე მიღება დაიწყო

ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში ქალ ლიდერებს იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე სრულ მხარდაჭერას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჟამად, პროექტის მეათე ნაკადის მიღება დაიწყო. შერჩეული ქალი მეწარმეები 10 დან 13 სექტემბრის ჩათვლით ინტენსიურ საგანმანათლებლო „ვორკშოპებში“მონაწილეობას მიიღებენ, ონლაინ კურსებს გაივლიან და კვალიფიციური მენტორებისგან რეკომენდაციებს მიიღებენ. პროგრამის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების პარტნიორია - EFSE Entrepreneurship Academy.

„შეხვედრებზე განხილული იქნება საწარმოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: გაყიდვები, ციფრული მარკეტინგი, გუნდის მართვა, ფინანსები, კომუნიკაციები და სხვა. პროგრამის მონაწილეებს ამ თემებზე ინფორმაციას შესაბამისი დარგის სპეციალისტები გაუზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა 4 ღირებულებას ეფუძნება. ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება, თანამშრომლობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროგრამა მონაწილეებს პროფესიული კავშირების დამყარებისა და სანაცნობო ქსელის გაფართოებაში ეხმარება. ასევე, ბიზნესის გამოწვევების გადაჭრასა და ახალი უნარების განვითარებაში უწყობს ხელს.

„მოხარული ვართ, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გრძელდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა, როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მეწარმეებს ნებისმიერი კუთხიდან, თუ სფეროდან შეუძლიათ. ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ვისმენთ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს და ვცდილობთ, ფინანსური, საგანმანათლებლო თუ სხვა ტიპის პროექტებითა და ინიციატივებით, მეტი შესაძლებლობები გავუზიაროთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამასთან, შვედეთის მთავრობასთან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად, პროექტს ვაგრძელებთ და მეწარმე ქალებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენასა და გაძლიერებაში ვეხმარებით“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, რუსუდან ბარათაშვილი.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ახალ ნაკადზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდს. რეგისტრაცია 2 სექტემბრამდე გრძელდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის