გიორგი კაპანაძე - 2012 წლიდან დღემდე ანტიქართულმა „ოცნებამ“ და სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ენერგეტიკის, ცემენტის, სპირტის, გადაზიდვების, ბიტკოინების კორუფციული სქემებით ხალხს ათობით მილიარდი მოპარა

2012 წლიდან დღემდე ანტიქართულმა „ოცნებამ“ და სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ენერგეტიკის, ცემენტის, სპირტის, მანგანუმის, ხე-ტყის, გადაზიდვების, ბიტკოინების და ა.შ. კორუფციული სქემებითა და მონოპოლიებით, ქართველ ხალხს ათობით მილიარდი მოპარა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს ბოლომდე განადგურებით ემუქრება.

„600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი, საიდანაც 155 ათასი ბავშვია, 837 ათასი პენსიონერი, 30 ათასი ვეტერანი, ასობით ათასი ემიგრანტი, 150 ათასი სტუდენტი, სინამდვილეში, 500 ათასზე მეტი უმუშევარი და ასი ათასობით მშობელი, კონსტიტუციის მე-5 მუხლით გარანტირებულ სოციალურ სამართლიანობას ელოდება.

თუმცა, ანტიქართული „ოცნება“ და სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, დასცინის და აბუჩად იგდებს დედას, რომელიც შვილისთვის სასკოლო ნივთებს ვერ ყიდულობს, პენსიონერს, რომელსაც არჩევანის გაკეთება მედიკამენტსა და საკვებს შორის უწევს, ვეტერანს, რომელიც ანტიქართულმა „ოცნებამ“ გაწირა, სტუდენტს, რომელსაც გაზრდილი ფასების გამო, ბინის ქირის გადახდა არ შეუძლია, სოციალურად დაუცველს, რომელსაც სიღარიბიდან ამოსვლის შესაძლებლობას არ აძლევს. ჩვენს ემიგრანტებს, დევნილებს, ახალგაზრდებს, საზოგადოებას დასცინის და აბუჩად იგდებს...

ანტიქართული „ოცნება“, ჩვენი ხალხის ევროპულ მომავალს ბოლომდე განადგურებით ემუქრება, რადგან სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, საქართველო ქართველების გარეშე სჭირდება. ანტიქართული „ოცნება“ და სიღარიბის პარტია ზრუნავს არა გლეხის, ფერმერის, პედაგოგის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე, არამედ, საკუთარ ჯიბეზე. არა - ჩვენს ძვირფას მაღაროელებსა და მეშახტეებზე, არამედ, ერთ კაცზე და მის გამდიდრებაზე.

ამიტომ, იმისათვის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი გადავარჩინოთ, რათა დავძლიოთ სიღარიბე, ჩვენი ხალხი საბანკო ოლიგარქიისაგან გავათავისუფლოთ, ყველასათვის კეთილდღეობა შევქმნათ, დავამკვიდროთ კონსტიტუციის მე-5 მუხლით განმტკიცებული სოციალური სამართლიანობა, ე.ი. მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ღირსეული შემოსავალი, საჭიროა ერთიანობა და ყველა თაობის არჩევანი, 2024 წლის 26 ოქტომბერს - საქართველოს და ჩვენი ხალხის გასამარჯვებლად“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი კაპანაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია