ჩეხეთის პრემიერი - უკრაინა, ყოველთვიურად, ათიათასობით საბრძოლო მასალას იღებს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას განცხადებით, უკრაინა, ყოველთვიურად, ათიათასობით საბრძოლო მასალას იღებს.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ჩეხეთმა მოახერხა უკრაინისთვის მიეწოდებინა ორი მილიონი ერთეული მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალა და 22 მილიონი ერთეული საშუალო კალიბრის საბრძოლო მასალა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ამ მაჩვენებლებზე ჩეხეთის საბრძოლო მასალის ინიციატივის კონტექსტში ისაუბრა, რომელსაც რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა.

„ახლა ჩვენ უკრაინას, ყოველთვიურად, ათიათასობით მსხვილკალიბრიან საბრძოლო მასალას ვაწვდით“, - აღნიშნა ფიალამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ პროცესის ყველა მონაწილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

შეგახსენებთ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ მაისში განაცხადა, რომ „ჩეხეთის ინიციატივის“ ფარგლებში უკრაინისთვის, თვეში, 50-100 ათასი მსხვილკალიბრიანი ჭურვების მიწოდება იქნებოდა შესაძლებელი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს