სოფიო ხორგუანი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს განცხადებით მიმართავს და მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს

გაატარეთ ყველა საჭირო ღონისძიება, რათა დაიცვათ ბავშვები სკოლებში დაბინძურებული სასმელი წყლის მავნე შედეგებისგან - დროულად და მკაცრად გააკონტროლეთ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინება“, რათა მან მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდება ტექნიკური რეგლამენტის დაცვით განახორციელოს, - ასე მიმართავს იურისტი სოფიო ხორგუანი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი ლაზარიშვილს, სკოლებში წყლის მონიტორინგთან დაკავშირებით.

ასევე, იურისტი მერისგან იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს, რომელსაც მერია ამ მიმართულებით გადადგამს.

„ბატონო ირაკლი, სკოლა 16 სექტემბერს იწყება. შესაბამისად, მოგიწოდებთ:

დროულად დააინტიფიცირეთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სკოლა, სადაც დაბინძურებული სასმელი წყლის გამო საფრთხის წინაშე დგანან ბავშვები;

გაატარეთ ყველა საჭირო ღონისძიება, რათა დაიცვათ ბავშვები სკოლებში დაბინძურებული სასმელი წყლის მავნე შედეგებისგან;

დროულად და მკაცრად გააკონტროლეთ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინება“, რათა მან მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდება ტექნიკური რეგლამენტის დაცვით განახორციელოს;

იმ შემთხვევაში, თუ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინება“ უმოკლეს დროში ჯეროვნად ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, გამოიყენეთ ყველა სამართლებრივი ბერკეტი და საშუალება და სკოლებში ბავშვებისთვის სუფთა და სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლის მიწოდება უზრუნველყავით,“- აცხადებს ხორგუანი.

როგორც სოფიო ხორგუანი აცხადებს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს მონიტორინგის კვლევის შედეგად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ის „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინება“ დაქვემდებარებაში მყოფ წყლის გამანაწილებელ ქსელებში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავის ჩხირები, ბაქტერიული კოლონის წარმომქმნელი ერთეულები (საერთო კოლიფორმები) და მღვრიე წყლის შემთხვევები გამოვლინდა.

სოფელ მუსხის სკოლის სასმელი წყლის ონკანში მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური დარღვევები გამოვლინდა. აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები, რომელთა არსებობა სასმელ წყალში დაუშვებელია;

სოფელ წირის სკოლის მიმდებარედ არსებული საუბნო სასმელი წყლის ონკანში ფიზიკო-ქიმური, მიკრობიოლოგირი და ორგანოლეპტიკური დარღვევები გამოვლინდა. წყალი შეიცავდა ნაწლავურ ჩხირ ეშეხერია კოლის, რომლის სასმელ წყალში არსებობა დაუშვებელია;

სოფელ საძელის საჯარო სკოლაში სასმელი წყლის ონკანში დადგინდა მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური დაბინძურებები, საერთო კოლიფორმები, ეშეხერია კოლის ბაქტერიები;

სოფელ ანდრიაწმინდის სკოლის სასმელი წყლის ონკანში ორგანოლეპტიკური დაბინძურება გამოვლინდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის