სერგო ჩიხლაძე - ანტიკორუფციულ ბიუროს ვურჩევ, კარგად გამოიკვლიოს, რა სახსრებით დაფრინავდა კალაძე შოპინგზე, რითი აფრინა ოჯახი აშშ-ში  ღარიბაშვილმა და როგორ ხდება, რომ ღარიბაშვილების, პაპუაშვილების საკუთრებაში მოექცა ტყეები, მინდორ-ველები

დაფინანსების ნებისმიერი წყარო არის გამჭვირვალე და ერთი ცენტიც ვერ გადმოგერიცხებათ, ეს რომ სისტემაში არ ჩანდეს. თუ ასეთი რამე ითქვა, ეს არის ტყუილი! - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც რაჟდენ კუპრაშვილი საუბრობს, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ და მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან.

ამასთან, როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, ნებისმიერი გადარიცხვა საგადასახადო სისტემაში ძალიან კარგად ჩანს უკვე 15 წელია და ყველას შეუძლია ამის ნახვა, მითუმეტეს შესაბამის სტრუქტურას.

„ნებისმიერი დაფინანსების წყარო არის გამჭვირვალე და ერთი ცენტიც ვერ გადმოგერიცხებათ ეს რომ სისტემაში არ ჩანდეს. თუ ასეთი რამე ითქვა, ეს არის ტყუილი! ანტიკორუფციულ ბიუროს ვურჩევ, რომ კარგად გამოიკვლიოს, რა სახსრებით დაფრინავდა კახა კალაძე შოპინგზე დუბაიში, მილანსა და პარიზში. რა სახსრებით აფრინა საკუთარი ოჯახი ევროპაში და შემდეგ აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო. ასევე, როგორ ხდება, რომ ამ ღარიბაშვილების, პაპუაშვილების და ა.შ. საკუთრებაში მოექცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყეები, მინდორ - ველები, ალაზნის ველები და სხვა. ამაზე გვიპასუხოს, რაც საზოგადოებამ იცის. რაც შეეხება გადარიცხვას და დაფინანსებას, ეს საგადასახადო სისტემაში ძალიან კარგად ჩანს უკვე 15 წელია და ყველას შეუძლია ამის ნახვა, მითუმეტეს, შესაბამის სტრუქტურას“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. მისი შეფასებით, დაფინანსებების არასრული გამჭვირვალობა, სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება