დმიტრო კულება მოკავშირეებს - რუსეთის რეაქციის ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ არ გვეშინია, არაფრის გვეშინია, დაგვეხმარეთ, მოგვეცით ის, რაც გვჭირდება - ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის მთავარი პრობლემა რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირებაში არის მოკავშირეების შიში კიევისთვის მხარდაჭერის გაზრდის გამო შესაძლო ესკალაციასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, ომს დიდი რესურსი, ფინანსები, ძალისხმევა და აღჭურვილობა სჭირდება.

”მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემები ყოველთვის ხალხის თავში იწყება. რუსეთის შემოჭრის დაწყებისთანავე ყველაზე დიდი პრობლემა, რაც უკრაინას შეექმნა ის იყო, რომ ჩვენი მოკავშირეების გადაწყვეტილების მიღებაში ესკალაციის შიში დომინირებდა. შეიძლება ეს არ იცოდეთ, მაგრამ ახალი ტიპის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით უკრაინის ყველა მოთხოვნა, თავდაპირველად, უარს აწყდებოდა“, - განაცხადა კულებამ.

მისი მტკიცებით, მოკავშირეებს რომ ესკალაციის შიშით არ ეხელმძღვანელათ, უკრაინას ბევრად უკეთესი მდგომარეობა ექნებოდა და ბევრად ადრე შეძლებდა საჭირო იარაღის მოპოვებას.

მისი თქმით, ომის გახანგრძლივებამ ზარალი გამოიწვია და უარყოფითი გავლენა იქონია უკრაინის ეკონომიკაზე.

„რუსეთის რეაქციის ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ არ გვეშინია, არაფრის არ გვეშინია, დაგვეხმარეთ, მოგვეცით ის, რაც გვჭირდება - ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში

და შემდეგ წავიკითხავთ ისტორიის სახელმძღვანელოებს იმის შესახებ, თუ როგორ მივიღეთ გადაწყვეტილებები ერთად“, - დასძინა კულებამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები