მიხეილ დაუშვილი - ეკლესიის დამორჩილების მცდელობა აბსოლუტურად ფუჭი იქნება

„ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გააკეთა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და მთელი ეს პროცესი საჯარო მოხელეების იმედზე დატოვა და თვითონ გვერდით გაიწია, თითქოს არაფერს შუაში არიან, - ამის შესახებ პარტია “გახარია-საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საკითხს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვაში, “ქართული ოცნების” დეპუტატები მონაწილეობას არ იღებენ.

მისი თქმით, პროცესთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინები არ უნდა შევიქმნათ.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ დააზიანებენ სახელმწიფო ინტერესებს, როგორ მიიღებენ კანონს, რომლითაც დაგვაზიანებენ და მერე როგორ დატოვებენ კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს ამ ყველაფრის წინაშე მარტო. ეს არის “ოცნების” სახე.

ეს არის პროცესი, რომელიც გასავლელი იყო, უნდა გაგვევლო და ჩვენც ამიტომ მხარი დავუჭირეთ, რომ სარჩელი სასამართლოში შესულიყო. გვესმის, რომ განსაკუთრებული მოლოდინები არ უნდა შევიქმნათ. დღეს მთავარი და გადამწყვეტი პროცესი არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს. ჩვენ ვემზადებით 26 ოქტომბრისთვის და გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ 26 ოქტომბერს. ეს არის დღეს ყველაზე მთავარი“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ დაუშვილმა ასევე უპასუხა კითხვას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებაზე და განაცხადა, რომ ეს ეკლესიის დამორჩილების მცდელობაა, რაც “ფუჭი იქნება”.

„ეკლესიას როგორც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ასევე, მთლიანად ისტორიის განმავლობაში, უდიდესი როლი აქვს და უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არსებობს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს ყველაფერი აღიარებულია კონკორდატით.

რასაც ჩვენ ეს დღეები ვისმენთ ამ თემის ირგვლივ, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს, ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი დაიქვემდებაროს, გააკონტროლოს, დაიმორჩილოს.

დარწმუნებული ვარ, ამ მიზანს ვერ მიაღწევენ. დარწმუნებული ვარ, როგორც საპატრიარქოში, ასევე ეკლესიაში და მრევლში კარგად ესმით, რა რისკებთანაა დაკავშირებული ე.წ. შეთავაზება, რომელზეც საუბარი მიმდინარეობს.

დარწმუნებული ვარ, ეკლესიის დამორჩილების მცდელობა და სურვილი აბსოლუტურად ფუჭი იქნება“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ