10-ჯერ მეტი Plus ქულა - „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერით ბიზნესები სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, Ads მენეჯერის ახალი კამპანიის ფარგლებში, ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებს საკუთარი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სექტემბრის ბოლომდე, Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნისას, ბიზნესები მომხმარებლებს აძლევენ შესაძლებლობას, 10-ჯერ მეტი პლუს ქულა დააგროვონ, ხოლო კამპანიის ფარგლებში, ბიზნესების მიერ გაწეულ ხარჯს - მომხმარებლისთვის გადაცემულ 10-ჯერ მეტ პლუს ქულას, (მაქს. 5000 Plus ქულა თითო მომხმარებლის ჭრილში), AmEX და „საქართველოს ბანკი“ დააფინანსებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, Ads მენეჯერი რეგიონში უნიკალური პლატფორმაა, რომლის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის ფასდაკლების, ქეშბექის ან პლუს ქულების შეთავაზებები შექმნან. შეთავაზებები კი „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე გამოჩნდება.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ განახლებული Ads მენეჯერი ბიზნესებს მომხმარებლების მოზიდვის, გაყიდვების ზრდისა და ცნობადობის ამაღლების შესაძლებლობას აძლევს. „გიპოვის ის, ვინც გეძებს“ Ads მენეჯერის ახალი გზავნილია და იგი ზუსტად ასახავს პლატფორმის შესაძლებლობებს. უახლესი შეთავაზება კი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეიქმნა, კიდევ უფრო მეტად დაეხმარება მათ, სამიზნე აუდიტორიას დაუკავშირდნენ და ლოიალური მომხმარებლების შეიძინონ. საგულისხმოა, რომ ციფრულ პლატფორმებს, სადაც შეთავაზება ჩანს, დღეს 1 500 000 მომხმარებელი იყენებს. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას შევქმნით ბიზნესებისთვის“, - ამბობენ „საქართველოს ბანკში“.

ინფორმაციისთვის, კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ბიზნესებს, რომელთა ყოველთვიური ბრუნვა ბოლო სამი თვის განმავლობაში 1 000 000 ლარს არ აღემატება. Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის დეტალური გზამკვლევი იხილეთ აქ, შეთავაზებაზე სრული ინფორმაციისთვის ან დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს, შეავსეთ ფორმა და „საქართველოს ბანკის“ პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი ამომწურავ პასუხებს გაგცემთ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის