საერთაშორისო ბანაკი ათენში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ათენის მერიისა და მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, ათენში საერთაშორისო ბანაკი განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბანაკში მონაწილეობა მიიღო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს და აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის სხვადასხვა პროექტებში წარმატებით მონაწილე 50-მდე აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდამ.

პროექტის ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ბანაკის მონაწილეები ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახალისო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში, მათ შორის, ბერძენ თანატოლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში, ათენის ბანაკების ფესტივალში, მოაწყვეს საქართველოსთვის მიძღვნილი საღამო. მოინახულეს მსოფლიოს საპატრიარქო რეზიდენცია, წმინდა ეფრემ მკურნალის ტაძარი, ათენის მერია, მარათონის მუზეუმი და ათენის აკროპოლისი.

„დიდ მადლობას ვუხდი ათენის მერიას, მსოფლიო საპატრიარქოს, სს - ,,მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ და საერთაშორისო ბანაკის ყველა მხარდამჭერს, რომელთა თანადგომითა და დახმარებითაც ათენში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი განვახორციელეთ.

ბედნიერი ვარ, რომ შევძელით ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ცოდნის მიცემა, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაეხმარებათ იყვნენ ჩვენი საზოგადოების ძლიერი, განვითარებული და ღირსეული წარმომადგენლები.

მინდა პროექტში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მივმართო და ვუთხრა, რომ თქვენ ხართ ლიდერები. თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი წარმატება, სიძლიერე, რათა ერთიანი საქართველოს ძლიერი მომავალი ერთად შევქმნათ.

გისურვებთ წარმატებებს და მიხარია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებებით კიდევ უფრო ძლიერები, უფრო წარმატებულები ხდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელოთ და ჩვენ შევეცდებით, რომ ბევრი შესაძლებლობა მოგცეთ ამისთვის“ - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო